19 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
"ხელისუფლების ტაქტიკურ თამაშს ჰგავს" - დავით ხარშილაძეს განაჩენს 20 სექტემბერ გამოუტანენ

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე საბოლოო განაჩენი 20 სექტემბერს გამოცხადდება. დღეს მოსამართლემ, ადვოკატების დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ბოლო სასამართლო სხდომა კი, ბრალდებულის და პროკურორების დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

ბრალდებულს იმედი აქვს, რომ მოსამართლე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ტაქტიკურ თამაშს ჰგავს ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ხელისუფლების არცერთ შტოს არ უნდა ამ ჩადებების გამართლება და თავის თავზე აღება. ამიტომ იდება ეს საქმეები, თორემ მარტივად შეიძლებოდა 2 სიტყვაში ჩემი ბოლო სიტყვის თქმა. ისედაც იმდენი გვისაუბრია მე და ქალბატონ მოსამართლეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ ბევრი სასაუბრო არაფერი არ არის, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ელოდებიან რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ საბოლოო განაჩენის გამოსატანად სასამართლო პროცესი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან საეჭვოდ ახლოს დაინიშნა.

„სავარაუდოდ ორი რამეა - ან ხელისუფლება სამაგალითოდ შეეცდება, რომ დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს კრიტიკული და განსხვავებული პოზიცია, ან წინასაარჩევნოდ ჩაიწეროს ქულები და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს იმის დასტურად, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და სასამართლო არის თავისუფალი. ბუნებრივია, ამდენი ხნით, 1 თვეზე მეტით გადაიდო პროცესი. ბრალდებულის სიტყვა დარჩა მხოლოდ მოსასმენი და როგორც მოსამართლემ თქვა, სწორედ ამ დღეს, სავარაუდოდ, არსებითი განხილვაც დასრულდება,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ჟურნალისტს ელისო კილაძის შვილის უფლებადამცველების განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები