27 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
უმძიმესი მდგომარეობა თბილისის მეტროპოლიტენში - მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული არ არის

უმძიმესი მდგომარეობა თბილისის მეტროპოლიტენში. რამდენიმე სადგურში წყალი ჩამოდის და ბათქაში ცვივა. ხშირ შემთხვევაში კი მოქალაქეების უსაფრთხოება საერთოდ დაცული არ არის.

სატრანსპორტო კომპანიამ დღეს კურიერს მეტროსადგურში ვიდეოკამერით გადაღების უფლება არ მისცა.

მეტროსადგურების უმრავლესობაში მოუწესრიგებელი და ხშირ შემთხვევაში საფრთხისშემცველი ინფრასტრუქტურის გარდა, ანტისანიტარიაც ადვილად შესამჩნევია.

მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა სატრანსპორტო კომპანიამ მიმდინარე წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ყვარელ რემ მშენმა, რომელსაც მერიამ ბიუჯეტიდან 396 ათასი ლარი ჩაურიცხა, პირობა ამჯერადაც დაარღვია. ჭერზე ისევ საშიში მასალა პლასტიკატი გააკრეს, მოგვიანებით ჩამოხსნეს და ახლა ისევ ახალი სამუშაოებისთვის ემზადებიან.

ოპოზიციის თქმით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულის დაწერას გეგმავს, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თბილისის მთავრობამ ნახევარი მილიონი ლარი მეტროსადგურების რეკონსტრუქციის მუხლიდან სხვა მიმართულებით გადაამისამართა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების რა გეგმა აქვს ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, უცნობია. შეთავაზების მიუხედავად, კახი კალაძემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

დღის ამბები