26 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
კრიმინალური პოლიცია თბილისის ცენტრში - საგამოძიებო მოქმედებები სპა ცენტრში მიმდინარეობს

ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია თბილისის ცენტრშია მობილიზებული. სამართალდამცველებს ნიკოლაძის 5 ნომერში შენობის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული.

კურიერის ინფორმაციით, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ერთ-ერთ სპა ცენტრში ატარებს.

სამართალდამცველები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაახლოებით 5 გოგონა გამოიყვანეს სამართალდამცავებმა და პოლიციის მანქანით გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უწყებას არ გაუვრცელებია რომელიმე პირის დაკავების ინფორმაცია.

გუშინ პუშკინის ქუჩაზე შსს-მ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, სადაც ერთი პირი დააკავეს.

დღის ამბები