19 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
"ჩვენ უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რეჟიმი," - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტები", პარასკევს, სემეკ-ის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. შალვა ნათელაშვილი იმ ფაქტს აპროტესტებს, რომლის შედეგადაც ის და მისი თანაგუნდელები სამართალდამცავებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ მძიმე მეთოდებს იყენებს.

„ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. მან დაარბია ჩვენი პარტიის სრულიად მშვიდობიანი აქცია სემეკ-ის შენობაში, რა დროსაც გამოიყენა არა მარტო პოლიცია, არამედ სპეციალური რაზმები. ჩვენ უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რეჟიმი და ეს უნდა მოხდეს  ადგილობრივ არჩევნებში და პირველმა ზარმა მათთვის უნდა ჩამოკრას,“ - აცხადებს ნათელაშვილი.

დღის ამბები