19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანებამ იმატა

ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანებამ იმატა. ქარის გაძლიერების გამო ზოგიერთ კერაზე ძლიერი კვამლია წარმოქმნილი. 

ადგილზე ამ დრომდე აგრძელებნ მიშაობას სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ხანძარსაწინააღმდეგო სამუსაოებში ჩართული არიან ვერტმფრენებიც. ამ დროისთვის მუშაობს 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი. დაახლოებით 2 საათში კი მათ 2 თურქული შვეულმფრენიც შეუერთდება. 

ცოტა ხნის წინ ხანძრის ლიკვიდირების საგანგებო შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ლიკვიდირებული არ არის, თუმცა ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

ამავე თემაზე
დღის ამბები