24 დეკემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება"- პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა

"დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზებისთვის, ამ დროისთვის პანიკის საშუალება არ არის,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს და მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის. 

"განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მეხანძრე-მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეებია ხანძარს გმირულად ებრძვის. მობილიზებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, ასევე ჩართულია მეზობელი სახელმწიფოს რესურსები. მაღალი ხარისხის კოორდინაციაა. ბატონი პრემიერმინისტრი და მინისტრები უბედურებასთან გამკლავების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები,"- აღნიშნა მარგველაშვილმა. 

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველი კადრების სანახავად გადადით ბმულზე.

 

დღის ამბები