18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
ხანძარი გორში - 8 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა გორში, მტკვარმშენის დასახლებაში. ხანძრის შედეგად მახათაძეების 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

სახლი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები