19 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
რუსეთმა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი - გიორგი კვირიკაშვილი ხანძარზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა, როდესაც პრემიერმა ბორჯომის ხეობაში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან რთული ურთიერთობის პირობებში ასეთი წინადადება არის მისასალმებელი.

„რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი,“-აცხადებს კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გუშინ დახმარების მზადყოფნა ასევე გამოითქვა სხვა ქვეყნებისგან - ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, საბერძნეთისგან. დახმარების მზაობა გამოითქვა უკრაინისგან, ბულგარეთისგან, ირანის მხრიდან. 

რაც შეეხება სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია  1 500-მდე ცოცხალი ძალა, რომლებიც  გასული არიან აქტიური ცეცხლის ზონაში. გარდა ამისა გუშინ გვიან ღამით გაიჭრა 3 კილომეტრიანი ახალი გზა და მოხდა ცეცხლის კერების ჯანმრთელი ტყისგან გამიჯვნა.

„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია ტყეში დაახლოებით  3 კილომეტრამდე ახალი გზა. მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია. ამ წუთას მუშაობს 6 ვერტმფრენი, მუშაობს 1500 კაცი, ცოცხალი ძალა. გასული არიან ყველა აქტიური ცეცხლის ზონაში. დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ კერებზე, როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით დამუშავება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

დღის ამბები