18 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
განგაში ნიდერლანდებში - ტერორისტული საფრთხის გამო როტერდამში ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი გააუქმეს

განგაში ნიდერლანდებში. ტერორისტული საფრთხის გამო როტერდამში ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი გააუქმეს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება სამართალდამცველებმა ესპანელი კოლეგებისგან მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციამ საკონცერტო დარბაზის მახლობლად გაზის ბალონებით დატვირთული მიკროავტობუსი აღმოაჩინა. ფურგონს ესპანური სანომრე ნიშნები ჰქონდა. უკვე დაკავებულია მისი მძღოლიც, რომელსაც გამომძიებლები კითხავენ. როტერდამის მერის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მიკროავტობუსის პოვნა შესაძლო ტერორისტულ საფრთხეს ნიდერლანდებში ან გასულ კვირას ესპანეთში მომხდარ თავდასხმებს, რომლებსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები