18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბორჯომის ხეობაში ჩავა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,  ბორჯომის ხეობაში ჩავა. ილია მეორე სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის. 

სრულიად საქართველოს-პატრიარქს სტიქიის ზონაში დღეს ელოდებიან. 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 6 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი აქრობს. 

ადგილზე მობილიზებულია  სახანძრო -სამაშველო ჯგუფები 1500 კაციანი შემადგენლობით. 

სოფელ დაბაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს. 

დღის ამბები