18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებიან 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი დაახლოებით ერთი საათია მთავარ პროკურატურაში იმყოფებიან.

ლეილა მუსტაფაევა გამოძიებას, საქმის რამდენიმე მტკიცებულებას წარუდგენს. საუბარია ვიდეო და ფოტო მასალაზე, რომელიც ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, ავგან მუხთარლის ოჯახის წევრებს მის გატაცებამდე და გატაცების შემდეგ უთვალთვალებენ.

ლეილა მუსტაფაევამ მასალა პროკურატურას 7 აგვისტოსაც გადასცა, მისი განცხადებით, პირი, რომელიც მას უთვალთვალებს, იგივე პიროვნებაა, ვინც მუხთარლის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.

მუსტაფაევა მასალაზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გატარებას მოითხოვს.

დღის ამბები