18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.

ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. მხარის გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

არჩილ ჯაფარიძე 2014-17 წლებში, რაჭის გუბერნატორის მოადგილე იყო, მანამდე კი ამბროლაურის საკრებულოს წევრი.

„ის ბოლო პერიოდში გახლდათ გუბერნატორის მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონს და მასში არსებულ ყველა პრობლემას, ასევე კარგად იცნობს მოსახლეობას და ყველა საჭირბოროტო საკითხებს, რომელიც ამ რეგიონში გახლავთ,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანმა.

დღის ამბები