18 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი კასრები პოლიციის შენობაში გადაიტანეს

ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი კასრები, სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიტანეს. 

ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა შემთხვევის ადგილზე უკვე დაასრულეს. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი კასრი აღმოაჩინა.

მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა სასაფლაოზე კასრებით წყალი აიტანეს, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია მაინც შეამოწმეს. 

დღის ამბები