18 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
სუს-ი ორჭოსანის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნებს და ხანძარს ადასტურებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს ფაქტს ეხმაურება. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარსაც

როგორც "რუსთავი 2"-ს სუს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ,"-განუცხადეს "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამავე თემაზე
დღის ამბები