05 მაისი 2024,   20:09
ვრცლად
ორი მასშტაბური ავტოკატასტროფა დასავლეთ საქართველოში

ორი მასშტაბური ავტოკატასტროფა დასავლეთ საქართველოში. დღეს ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაიღუპა ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

გამოძიება ტრანსპორტის არასწორი ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე პასუხისმგებლობას გულისხმობს. 

ამ მონაკვეთზე მომხდარ ავარიაზე კიდევ ერთი საქმე გუშინ აღიძრა.

ქობულეთი-გურიის მთავარ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს თბილისი-ბათუმის ხაზზე მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილს ოპერაცია დასჭირდა, ნაწილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ქობულეთი-გურიის ავტომაგისტრალზე გახშირებულ ავარიებს ინფრასტრუქტურის გაუმართაობას და საპატრულო პოლიციის არაეფექტურ რეაგირებას უკავშირებენ ექსპერტები. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში საგანგებო სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. სპეციალისტები თვლიან,რომ აუცილებელია საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცავების თანამშრომლების გადამზადებაც.

ორივე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მესამე სექტორის მოთხოვნებზე უწყებაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

ავტორები: ლადო მენაბდე,თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები