19 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
ოკუპანტთან წვრთნები და სროლა ორჭოსანთან - დავით ქაცარავა სუს-ში დაჰკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო აქტივისტის მოძრაობის “ძალა ერთობაშია”-ს წევრის დავით ქაცარავას გამოკითხვა, საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

მისი თქმით, მან უწყებას ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან რუსი ოკუპანტების წვრთნების შედეგად გაჩენილ ხანძარზე მიაწოდა ინფორმაცია.

ხანძარი ორჭოსანში მდებარე რუსულ ბაზასთან ახლოს მდებარე ტყის მასივს, დაახლოებით ერთ ჰექტარს მოედო.

რუსი ოკუპანტების წვრთნების შედეგად გაჩენილი ცეცხლი ერთ-ერთმა პირველებმა მოძრაობის "ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტებმა შენიშნეს, რომლებიც უკვე ერთი თვეა საოკუპაციო ზოლთან პატრულირებენ.

„სამი დიდი სატვირთო მანქანა ე.წ. ურალი, ორი ბეტეერი, ორი ნივა და ერთ ვილისი და ასევე ცოცხალი ძალა ჯარისკაცები, გამოსული იყვნენ პერიმეტრზე, ჩაატარეს თავის წვრთნები, იყო სროლა ტყის მიმართულებით, ბუნებრივია საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ სროლის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც შემდგომ ოკუპანტებმა თავისივე ძალებით მოახერხეს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ საუბარი, დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ ყოველივე ეს,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები