19 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა

ნატო-ს გენერალური მდივანი ავტოსაგზაო შემთხვევას უვნებელი გადაურჩა. ავარია ვარშავაში გუშინ ღამით მოხდა.

პოლიციის ავტომობილს, რომელიც იენს სტოლტენბერგის კორტეჟს აცილებდა, გზაჯვარედინზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ესკორტის რამდენიმე ავტომობილი.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, არ დაზიანებულა.

პოლიციის განცხადებით, ინცინდენტის შემდეგ 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია.

დღის ამბები