19 მაისი 2024,   00:02
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის 9 მსურველი - კონკურსში მონაწილეთა სია ცნობილია 

ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ. "კურიერის" ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 9 მოსამართლემ გამოთქვა. 

სპეციალური კომისიის წინაშე იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი კონსტანტინე კორკელია და ნინო ბექაური წარდგებიან. 

კომისია კი მათგან ევროსასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს შეარჩევს. 

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეები არიან. ისინი "კურიერთან" კომენტარს არ აკეთებენ. 

ნინო ბექაური კი უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. 

 

სიაში მოხვდნენ ისეთ მოსამართლეები, რომელიც ერთხელ უკვე დაიწუნა ამ კომისიამ. მათ შორის არის მოსამართლე თამარ ალანია და კონსტანტინე ვარძელაშვილი.

თამარ ალანია  აცხადებს, რომ  შეეცდება კიდევ ერთხელ სცადოს ბედი, რადგან მიაჩნია, რომ მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.

 

„ის მონაცემები და კრიტერიუმები, რომელიც ოფიციალურად იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ,“-აცხადებს ალანია.

 

ალანია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კომისიის პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტსაც ეხმაურება.

 

მათ არგუმენტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ნაკლებნი იყვნენ წარმოდგენილნი ამ კომისიაში. ვერანაირად ვერ იქნება ჩემი მხრიდან მოწოდებული იმიტომ, რომ ეს არის წმინდად სახელმწიფოს გადასაწყვეტი, პასუხისმგებლობას შესაბამისად ხელისუფლება იღებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციები,“-განაცხადა თამარ ალანიამ. 

 

 

დღის ამბები