18 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
სტიქიური უბედურების ზონაში მეექვსე დღეს ხანძრის კიდევ ერთი კერა წარმოიშვა

ცოტა ხნის წინ, ბორჯომის ხეობაში, ხანძარი ისევ გააქტიურდა. წაღვერის მიმართულებით, არჯევანიძეების ტყის მახლობლად, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა.

ადგილზე უკვე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ავიაცია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლმა გაღვივება გუშინ საღამოს დაიწყო. მათი თქმით, შვეულმფრენებმა გაღვივებული კერის ჩაქრობა დილიდან განაახლეს.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ სამაშველო სამსახურები დღის მეორე ნახევრამდე ცეცხლის კერას ჩააქრობენ. 

დღის ამბები