19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
არასწორად სვამთ შეკითხვებს... თუ სხვა შეკითხვა არ გვაქვს, შეგვიძლია დავიშალოთ - სოფიო კილაძე ნიკა გვარამიას სუს-ში დაბარებაზე

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კომენტარის გაკეთება არ სურთ.

საქმე ეხება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყო.

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე ამბობს, რომ პარალელების გავლება უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გავრცელებულ ჩანაწერსა და რუსი „პრანკერების“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს შორის არასწორია.

კითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი როდესაც უკრაინულ ვიკილიქსზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე დაიწყო გამოძიება, ხოლო რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ შს მინისტრი საუბრობს არა,  „ქართული ოცნების“ დეპუტატი პასუხობს:

„წარმოიდგინეთ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები რაღაცას თხზავენ ეს ცალკე თემა არის და რაც შეეხება გვარამიას ჩანაწერს, ეს სულ სხვა თემა არის. თქვენ მე მგონი გრჩებათ თვალსაწიერიდან ის, რომ სწორედ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებზე არის საუბარი.

"თქვენ ძალიან არასწორად სვამთ შეკითხვებს და გინდათ, რომ რაღაცნაირად გამოაცხოთ ისეთი რაღაცა, რომ აი სკანდალი გაკეთდეს. მოდით ასეთ გვერდით მოვლებს არ ვიყოთ. ძალიან გთხოვთ. მე გიპასუხეთ შეკითხვაზე, გვაქვს კიდევ სხვა შეკითხვა, თუ არ გვაქვს მაშინ შეგვიძლია დავიშალოთ,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები