19 დეკემბერი 2024,   09:10
ვრცლად
ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და გისოსებს მიღმა აღმოჩენილი დაზარალებულები

თანასწორობის მოძრაობის წევრები, თორნიკე კუციანი და ლევან ბერიანიძე, სასამართლო სხდომიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულები სამართალდამცავებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში მომხდარი ინციდენტისას ადანაშაულებენ.

ტრანსგენდერ მეგობრებთან ერთად მყოფ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდაპირველად უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და სცემეს. თანასწორობის მოძრაობის წევრები ყვებიან, რომ დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართეს. თუმცა, მათი თქმით, საპასუხოდ შეურაცხყოფა მიიღეს, ხოლო მოგვიანებით კი პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით ისინი დააკავა კიდეც.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც LGBT თემის წარმომადგენლები ბულვარში გამოჩნდნენ. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჰომოფობიურად განწყობილმა 15-მდე ადამიანმა მიაყენა.

სასამართლო პროცესი კი ხვალისთვის გადაიდო. ბათუმში სასამართლო სხდომაზე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და უფლებადამცველები ჩავლენ და აქციას გამართავენ. იქამდე ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობა მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომას გენერალური ინსპექცია სწავლობს.

 

 

ავტორი: თეა ვარშალომიძე 

დღის ამბები