19 მაისი 2024,   14:23
ვრცლად
ნიკა გვარამია სუს-ში დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. მასთან ერთად, სუს-ში დაბარებულია ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ბოკერია.

სუს-მა ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები უნდა გააცნოს, რომელიც 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, სავარაუდოდ, გვარამია-ბოკერია-სააკაშვილი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ აღიძრა.

გიგა ბოკერიას აზრით, არჩევნების წინ სუს-მა თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღო და მას ოპონენტების დევნის იარაღად იყენებს.

ოპოზიციას, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და შერჩევით სამართალზე საუბრობენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები