19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე, დაკავებულია

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია კურიერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ნავთლუღის მაჟორიტარი კორუფციის ბრალდებით აიყვანეს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზურაბ ტყემალაძე და ასევე საკრებულოს წევრები კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ ზურაბ ნეფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

საკრებულოს ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი, შორენა ბუხრაშვილი, იხსენებს, რომ ზურაბ ნეფარიძე მანამდეც იყო დაკავებული და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

 

დღის ამბები