28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
გაეროს მივმართეთ და მათი არხებიდან მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოს მოთხოვნა - ზურაბ ალავიძე რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე

რუსეთის მხრიდან საქართველოში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს მიმართვას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. საქართველოს მთავრობის წევრები კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან დახმარების გამოხატვა გაეროს პროცედურებიდან გამომდინარე მოხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარე დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების დახმარების თხოვნას, და ამ მიზნით საგანგებო სიტუაციათა უწყებამ Ил-76-ის ტიპის თვითმფრინავიც გამოჰყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, აცხადებს, რომ რუსეთის დახმარების მოთხოვნა გაეროდან გადაეგზავნა.

„გაეროს მივმართეთ და მათი არხებიდან მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოს მოთხოვნა, პროცედურა აქვთ, ზუსტად ვერ ვერკვევით ამ პროცედურაში როგორ არის და როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილმა, დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

„მე აღარ ვთვლი საჭიროდ ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთებას,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

დღის ამბები