19 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ზუგდიდში მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინეს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ზუგდიდში  მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინეს. პარტიის სახელით მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის ანი წითლიძე იბრძოლებს.

ზუგდიდში ასევე მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს.

ნიკა მელიამ, ზალიკო უდუმაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა ადგილობრივებს რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას და განხორციელებას დაპირდა, რაც მისი განმარტებით, ადგილობრივებისთვის დამატების სამუშაო ადგილებს შექმნის.

დღის ამბები