19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
საკრებულოს ქრთამის ფაქტზე დაკავებული დეპუტატი პარტია "ეროვნული ფორუმიდან" გარიცხული იყო

ქრთამის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრის, ზურაბ ნეფარიძის, დაკავებას ეროვნულ ფორუმში გამოეხმაურნენ.

ფრაქციის თავმჯდომარის, ავთანდილ დავითაძის, თქმით, ნეფარიძეს პარტიის წესდებასთან შეუთავსებლობა ჰქონდა, რის გამოც პარტიიდან გარიცხეს. მისი ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე მმართველ გუნდთან თანამშრომლობდა.

„ჩვენი პარტიის წევრი იყო ადრე, მაგრამ მას ჰქონდა შეუთავსებლობა პარტიის წესდებასთან დაკავშირებით, თავის ორგანიზაციაში, ამიტომ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გარიცხულიყო პარტიიდან,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ეროვნული ფორუმის თავმჯდომარემ, ავთანდილ დავითაძემ.

ნავთლუღის მაჟორიტარი, ზურაბ ნეფარიძე, უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ აიყვანა. დეპუტატი საკრებულოში ქართული ოცნების სიით მოხვდა და ოფიციალურად ფრაქცია ეროვნულ ფორუმში ირიცხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები