25 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
ავარია ბარათაშვილზე - დაშავებულია სამი ადამიანი

ბარათაშვილზე ავარია მოხდა. შეჯახების შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა. ავარიის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.

ავარიის შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილები. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას სხვადასხვა ტიპის ტრანვმა აღენიშნებათ.

 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2­-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები