19 მაისი 2024,   14:22
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები განახლდა

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცედურა სავარაუდოდ დღეს დასრულდება, რის შემდეგაც საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ. დღესვე უნდა დადგინდეს რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო.

წყლის დონის დასაწევად სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთლიანად გაიწმინდა წყალი, რათა არ მომხდარიყო მდინარის დაბინძურება გაჟონილი საწვავისგან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის არასწორ ექსპლუატაციას ან გაუმართაობას გულისხმობს.

ამ წუთებში საგანგებო შტაბში სხდომა იწყება. სხდომაზე შტაბის წევრები არსებულ ვითარებას შეაჯამებენ და სამომავლო ნაბიჯებს დასახავენ.

შს მინისტრი ამბობს, რომ საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს კვლავ მუშაობას.

პარალელურად, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია, რის გამოც თურქეთის შემდეგ საქართველოს დღეს უკვე აზერბაიჯანისა და ბელარუსის ვერტმფრენები დატოვებენ ცოცხალ ძალასთან ერთად.

ამავე თემაზე
დღის ამბები