19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
ხმები შევაგროვე შტაბის წევრებთან და მოხალისეებთან ერთად - ელისაშვილი ხელისუფლებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს 

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი,  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები მისთვის მხარდასაჭერ ხელმოწერებს აგროვებენ, ფაბრიკაციას უწოდებს.

თბილისი მერობის კანდიდატის თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან მის წინააღდეგ დადგმული კამპანიის ნაწილი. ალეკო ელისაშვილს პარასკევამდე აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერების წარდგენის ვადა, თუმცა ის ამბობს, რომ 10 ათასს ხელმოწერას ცესკო-ში გაცილებით ადრე მიიტანს.

„ხელისუფლება ძალიან საძაგელი და სამარცხვინო ძალისხმევით არის დაკავებული. მიხვდნენ, რომ უკან დაუბრუნდათ ჩემთვის დაგებული საარჩევნო ვირეშმაკობა. დაინახეს, რომ მე რეალურად შევაგროვე რამდენი ხმაც არის საჭირო სამ დღეში ის ხელმოწერები და ახლა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება თითქოს მე მეხმარება „ნაციონალური მოძრაობა“. მე ხმები შევაგროვე და ხმებს ვაგროვებ მხოლოდ შტაბის წევრებთან და მოხალისეებთან ერთად,“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები