19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ხეობაში ლიკვიდირებულია - საქართველოს მეგობარი ქვეყნების ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ტოვებს

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ჩამოსული მეგობარი ქვეყნების ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ტოვებს. ბორჯომის ხეობიდან უკვე გავიდნენ სომხეთის საგანგებო - სახანძრო ბრიგადები.

მოგვიანებით ქვეყანას ცოცხალ ძალასთან ერთად დატოვებენ აზერბაიჯანისა და ბელარუსის ვერტმფრენები.

თურქეთმა საფრენი აპარატი და საკუთარი ბრიგადები გუშინ გაიყვანა. საქართველოს დასახმარებლად ცოცხალი ძალა და ავიაცია რამდენიმე ქვეყანამ ხანძრიდან რამდენიმე დღეში გამოგზავნა.

ცეცხლის ლიკვიდაცია ბორჯომის ხეობაში მისი გაჩენიდან ზუსტად ერთი კვირაში გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები