19 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ამოიყვანეს

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს.

საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ. დღესვე უნდა დადგინდეს რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. 

წყლის დონის დასაწევად სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთლიანად გაიწმინდა წყალი, რათა არ მომხდარიყო მდინარის დაბინძურება გაჟონილი საწვავისგან.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, „მი - 8“ - ს თბილისში გადმოიტანენ, სადაც სპეციალური ექსპერტიზები დაინიშნება. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

ამ წუთებში ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს.

 ჯერჯერობით უცნობია ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის ცენტრის  ჩანაწერები. 

 

დღის ამბები