19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
გორის გვირაბთან ხანძარია

გორის გვირაბთან ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში „რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ ცეცხლი ბალახს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო ბრიგადა. ჯერჯერობით ხანძარი ლიკვიდირებული არ არის.

როგორც ცნობილია, ცეცხლი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია. 

დღის ამბები