19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის შტაბის წევრები ხელისუფლების მხრიდან დადგმულ პროვოკაციაზე საუბრობენ

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, შტაბის წევრები ხელისუფლების მხრიდან დადგმულ პროვოკაციაზე საუბრობენ. ელისაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ვანო ნორაკიძემ, სამგორის პოლიციის განყოფილებაში დღეს განაცხადი შეიტანა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც თითქოს ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ალეკო ელისაშვილს ხელმოწერებს უგროვებენ ცესკოში წარსადგენად.

ელისაშვილის შტაბის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, სამართალდამცველებმა უნდა მოახდინონ ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც შტაბის წარმომადგენლების აზრით, საარჩევნო კანონმდებლობას არღვევენ.

„ირღვევა, პირველ რიგში, კონსტიტუცია და ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულება, როგორიც არის ადამიანის საარჩევნო ხმის უფლება. ადამიანი, რომელიც ადასტურებს თავის მხარდაჭერას ხელმოწერით, მას ერთმევა უფლება, რომ ეს გააკეთოს ალექსანდრე ელისაშვილის სასარგებლოდ. ჯერი საგამოძიებო ორგანოებზეა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ჯეროვნად გამოიძიებენ ამ საკითხს. ჩვენ ასევე, მტკიცებულებად გვაქვს წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია, ეს მანიპულატორები როგორ დადიან და ატყუებენ ხალხს, რომ ვითომ ჩვენი მხარდამჭერები არიან და ალექსანდრე ელისაშვილის გუნდის წევრები,“ - განაცხადა ვანო ნორაკიძემ.

დღის ამბები