19 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
სირიაში, პანკისის ხეობის მკვიდრი ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.  

დუისში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, რომ ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად, დაბომბვას ემსხვერპლა.

ლევან ტოხოსაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად, ორი წელია სირიაში ცხოვრობდა.

ეს პანკისის ხეობიდან სირიაში გარდაცვალების უკვე 26-ე შემთხვევაა.

დღის ამბები