19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს.

საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზამ, აღავლინა.

ღვთისმსახურებას ბაგრამის ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებელი პირებიც დაესწრნენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი მტკიცე მხარდაჭერის მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს.

დღის ამბები