19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
არსებული ინფორმაციით, სირიაში ოჯახთან ერთად დაღუპული ქართველი ISIS-ის წევრი იყო

სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრის, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილის, დაღუპვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მათე ქავთარაშვილი, აცხადებს, ტოხოსაშილი ოჯახთან ერთად სირიაში, დაახლოებით, 5 წელი ცხოვრობდა და ავტომანქანით გადაადგილების დროს, მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად, საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.

„5 წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სირიაში. დღეს ოჯახმა მიიღო სამწუხარო ინფორმაცია, რომ ოჯახი გადაადგილდებოდა ავტომანქანით და საჰაერო იერიშის შედეგად, ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა. 3 და 5 წლის ბავშვები და ცოლ-ქმარი,“ - განაცხადა მათე ქავთარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულის ძმა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წევრია და გავრცელებული ინფორმაციით, თავად ლევან ტოხოსაშვილიც ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფების წევრი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები