საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებისთვის დახმარებისთვის ერთ-ერთი პირველი ოკუპანტ სახელმწიფოს მიმართა. ოფიციალური ნოტა რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოს გავლით, ქართველი დიპლომატებისგან მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, კურიერს მოუყვა, რომ ქართული მხარის მიმართვის შემდეგ ასაფრენად მოამზადეს სამაშველო თვითმფრინავი Ил-76, თუმცა, სამაშველო ოპერაცია მოგვიანებით შეწყვიტეს.
ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველო მთავრობამ ამტკიცებდა, რომ დახმარება არა მოსკოვს, არამედ გაეროს სთხოვა და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას გაერომ მიმართა.
რატომ დამალა ქართულმა მხარემ ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და დახმარება ითხოვა, ამ თემაზე განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს არ გაუკეთებიათ.
საქართველოს ხელისუფლებას ხვალვე სადეპუტატო შეკითხვას წერილობით პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი, გაუგზავნის. არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ მიხეილ ჯანელიძისა და ზურაბ აბაშიძის გადაგომა მოითხოვოს.
განმარტებებს ელოდება ხელისუფლებისგან ევროპული საქართველოც. ხელისუფლების ქმედებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც აპროტესტებს.
ლავროვის უწყებამ რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინიტროს ვებგვერდზე საქართველოდან შესული ნოტის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ დადო.