17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ლიკანში ვითარება კონტროლირებადია - ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი რჩება 

კონტროლირებადია ვითარება ლიკანში. დაბა ლიკანში ტორფი გვიან ღამემდე იწვოდა, თუმცა ღია ცეცხლი არც ამჯერად დაფიქსირებულა.

ხანძარი არ გასჩენია არც ირგვლივ მყოფ ხეებს. ადგილზე მობილიზებული იყო 50 მეხანძრე-მაშველი და მეტყევეები. კერამდე მისვლა არ გასჭირვებია სპეც-ტექნიკას.

სამაშველო სამსახურები დღეს დაკვამლიანების ბოლომდე ლიკვიდირებას შეეცდებიან.

დღის ამბები