17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ხევსურეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

მეხანძრე - მაშველები ხანძარს ებრძვიან ხევსურეთში. ცეცხლი სოფელ ბარისახოს მაღალ ფერდობზე 7 ჰექტარზე გავრცელდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ალპური ზონაში ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა ბრიგადები ცეცხლის ხელახლა აალების თავიდან ასაცილებლად ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. ხანძარი ბალახს გუშინ მოედო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მიუდგომელი მდებარეობის გამო გაჭირდა ხანძრის ეპიცენტრში ტექნიკით მისვლა, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან, ცეცხლის კერა სოფლიდან მოშორებით იყო.

დღის ამბები