17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში - გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.

პირისპირ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო.

დაგეგმილია შეხვედრა მეჯლისის თავმჯდომარესთანაც. გაფორმდება რამდნიმე მემორანდუმი - მათ შორის არის შეთანხმება ტრანსპორტირების შესახებ.

დაგეგმილია მთავრობათაშორისი სხდომა, სადაც ყურადღება ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე გამახვილდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაათვალიერებს თურქმენეთის ოლიმპიურ სოფელს.

დღის ამბები