20 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
აბასთუმნის ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში საქართველოს თურქეთი დაეხმარება 

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს თურქეთიც დაეხმარება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოში თურქეთის ელჩმა გააკეთა. დიპლომატის ინფორმაციით, კონტაქტი საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის გუშინ შედგა. ამ დროისთვის კი საქართველოსკენ ორი ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი მოემართება. 

„თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა ქართულ მხარეს. სამწუხაროდ გუშინ საღამოს შევიტყეთ, რომ კიდევ ერთი დიდი ხანძარი გაჩნდა ამჯერად აბასთუმანში და კვლავ რთულ რელიეფზე. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. გუშინ საღამოს ჩვენ დაგვიკავშირდა საქართველოს ხელისუფლება დახმარება გვთხოვა. თურქეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და კვლავ გამოყო ერთ თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი უკვე გზაში არიან და სავარაუდოდ შუადღეს ბათუმში იქნებიან,“-განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. 

დღის ამბები