17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
"დიღმის მასივში მოჩვენება კორპუსები არსებობს"- "ენმ" ცესკო-ს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადნაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრებმა ცეესკო-ს მიერ ვებგვერდზე ატვირთული საარჩევნო ოლქის საზღვრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, სადაც ოპოზიციის მტკიცებით, 67 არარსებული კორპუსია მითითებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პასუხისმგებლობას საარჩევნო ადმინისტრაციას აკისრებენ.

„ჩვენი დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი იქნა ფაქტი, როდესაც დიღმის მასივში არარსებული, მოჩვენება კორპუსები არსებობს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კორპუსების გამოყენება საარჩევნო მანიპულაციებისა და გაყალბებისთვის,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში ბრალდებებზე არ უპასუხიათ.

დღის ამბები