17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ხანძარი სოფელ დვირში - ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო ბრიგადა

ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში - გზის მიმდებარედ, დაახლოებით, 500 კვ. ტერიტორია დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, ცეცხლი ბალახს მოედო.

ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები