17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ავიაცია დაეხმარება

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ავიაცია დაეხმარება. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შუადღით თურქეთიდან 2 ვერტმფრენი ჩამოვა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს დასახმარებლად აზერბაიჯანიდანაც 2 ვერტმფრენი გამოიყო, უკრაინიდან კი სამაშველო თვითმფრინავი.

„3-4 საათისთვის თურქეთიდან დამატებითი ავიაცია - 2 ვერტმფრენი ჩამოვა, ასევე უკრაინიდან ველოდებით თვითმფრინავს და შემოგვემატება აზერბაიჯანის ავიაცია, რომელმაც დასახმარებლად 2 ვერტმფრენი გამოყო,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აბასთუმანში დასახლებული პუქტებისკენ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„რელიეფი არის ძალიან რთული, მაგრამ ამის მიუხედავად, დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ძალიან ნალებია, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. რაც შეეხება, ცეცხლის გადადების საკითხს, რომ სხვა ფართობებსაც მოედოს, ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები