17 მაისი 2024,   13:34
ვრცლად
სოფელ რუისპირში ხანძარია - დამწვარია 1 ჰექტრამდე ტერიტორია

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ხანძარია. დამწვარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორია. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ ცეცხლი ბალახს უკიდია. 

უწყების ცნობით, ხანძრის ადგილი დასახლებულ პუნქტთან მოშორებულია და ის მიუდგომელია. სოფელ რუისპირში 3 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. 

 

დღის ამბები