17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
თბილისის მერიასთან ზაალ უდუმაშვილის პრესკონფერენციის ჩაშლა სცადეს

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის ბრიფინგის ჩაშლა სცადეს, თუმცა მოქალაქეს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

მამაკაცი პატრულმა ტერიტორიიდან გაიყვანა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტს სუს-ის და კახა კალაძის მიერ ორგანიზებულს უწოდებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებს თბილისში აგებს, ამიტომ ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა ადამიანების მოგზავნით და დღეს კახი კალაძემ და სუს-მა, საკუთარი ბიძაშვილი ბესო კალაძე და მისი მეგობარი მოგვიგზავნეს, რომლებიც ცდილობდნენ ამ ბრიფინგის ჩაშლას. თუმცა ეს იაფფასიანი მეთოდები უკვე ძალიან გაცვეთილია,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები