02 მაისი 2024,   21:14
ვრცლად
ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს

კიდევ ერთი ქართული ფილმი ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ემზადება. ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ შემდეგ  საქართველოს კანდიდატი მისი შვილის, ანა ურუშაძის ნამუშევარი გახდა.

ფილმი 9-კაციანმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

„საშიში დედა“ ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. ფილმმა რამდენიმე დღის წინ სარაევოს კინოფესტივალზე გრან პრი მიიღო.

პროდიუსერი, ლაშა ხალვაში, აცხადებს, რომ ფილმმა მთელ ევროპაში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ნამუშევარი არაერთ ფესტივალში მიიწვიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები