28 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს პოლიტიკურ გარიგებებში ადანაშაულებენ

საშემოდგომო სესიის გახსნამდე, სადაც პარლამენტმა საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ისევ გაურკვეველია მოხდება თუ არა პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შესაძლო მოლაპარაკება მმართველ ძალასთან მთავრობის ოპონენტებს შორის ისევ ღია დაპირისპირების საგანი ხდება. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს პოლიტიკურ გარიგებებში ადანაშაულებენ.

"ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა მცირე დათმობების სანაცვლოდ ოპოზიციის ერთი ნაწილი გადაიბირა და ახალ ისინი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

მამუკა კაციტაძემ 10 პოლიტიკური პარტია მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. ახალი მემარჯვენეები ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე ოპოზიციის ნაწილმა რადიკალური ტონი და ულტიმატუმის ენით საუბარი აირჩია და ამით მმართველ პარტიას მისცა შესაძლებლობა მოლაპარაკებები საერთოდ ჩაეშალა.

საკოორდინაციო საბჭო ხვალ ვენეციის კომისიას სპეციალურ მიმართვას გადაუგზავნის. დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე არსებობს. განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი ბოლო 1 თვის განმავლობაში ვერშემდგარი მოლაპარაკებების დეტალები. 1 გვერდიანი დოკუმენტში გაწერილია ის მთავარი მოთხოვნებიც, რომელზეც დიალოგის გამართვას ოპოზიცია უმრავლესობასთან ითხოვს.

დღის ამბები