25 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
"ორჯერ უკვე პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, აუცილებლად იქნება მესამედაც მიღებული" - დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას აფასებენ, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით დაამტკიცებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტსი მესამედ დამტკიცების შემთხევვაში საქართველსო ექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია.

“პოზიტიური პროცესი, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, ორჯერ უკვე პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, აუცილებლად იქნება მესამედაც მიღებული და საქართველოს ექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, მის გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიული განვითარების კუთხით. რაც შეეხება კონსესუსს, ამაზე როგორც უკვე მოგახსენეთ, ამაზე ძალიან ბევრი ითქვა თუმცა, რეალურად კონსესუსი მიღწევა ვერ მოხერხდა, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის გიორგი ტუღუშის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შეიყვანოს ჩიხში.

“ის პრინციპული საკითხები, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, რომ გახსნილიყო და შესაძლებელი ყოფილიყო პრინციპული საკითხების გადახედვა  რა თქმა უნდა ეს არ ისურვა უმრავლესობამ. როგორც ჩანს მათი მიზანი არის ის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით არის მიღებული  და რომელსაც არავინ არ ეთანხმება უმრავლესობის გარდა, გაიტანონ და კიდევ უფრო მეტ ჩიხში შეიყვანონ ქვეყანა,“ - აღნიშნა ტუღუშმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.  

“დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა ის, რაც ყველამ კარგად იცოდა, რომ მათ მიზანი იყო ამ ერთპარტიული, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუციის მიღება, ჩვენ ქართული საზოგადოებასთან, პოლიტიკურ სპექტრთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ ამის შემდეგ. ეს კონსტიტუცია იქნება უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

 

დღის ამბები