19 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
მხოლოდ ერთი კი არა, ყველა მხარე უნდა ყოფილიყო მოქნილი - ვენეციის კომისიის მდივანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას აფასებს რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს. მარკერტის თქმით, ისინი თავიანთ მოსაზრებას 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებენ.

“ვენეციის კომისია ამ მოლაპარაკების ნაწილი არ იყო. რაც საქართველოდან შევიტყვე არის ის რომ კონსენსუსი მიღწეული არ არის. მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადებაც ამას ადასტურებს. ჩვენთვის დასანანია, რომ ასეა. მხოლოდ ერთი კი არა, ყველა მხარე უნდა ყოფილიყო მოქნილი. ჩვენ ველით რომ მოგვმართავენ თხოვნით შევაფასოთ მიღებული ტექსტი. ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. შესაძლოა ამას მოყვეს გარკვეული შეზღუდული ცვლილებები რომ ტექსტი გახდეს უფრო მოქნილი ოპოზიციისთვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მმართველი პარტია არ გამორიცხავს გარკვეული ცვლილებების შეტანას. ამისთვის ადგილი ყოველთვის უნდა არსებობდეს. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრას, მას ასეთი მცირე კონსენსუსის პირობებში აზრი არ ექნება” - განაცხადა ტომას მარკერტმა.

დღის ამბები